ზოდიაქოს 4 ნიშნისთვის 2025 წელი განსაკუთრებით იღბლიანი იქნება
1732220591
ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა შალვა კეკელია ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს.
„სასწაული ბიჭია, ჩვენი საამაყო. სასწაული ადამიანია, ემიგრანტებში რამხელა სიკეთე გააკეთა. ემიგრანტებს, რომლის ფასი ხალხმა არ იცოდა, ახლა საოცრად აფასებენ. ერთი ემიგრანტი ქართველისთვის რად ღირს, მისი ცხოვრება დაფასდა. ამ პატარა ბიჭმა შეძლო, რომ მთელი მსოფლიო ჩვენზე აალაპარაკა.
ყველაზე მეტად რის გამოც მიყვარს კვარაცხელია, არის ძალიან თავმდაბალი, უბრალოდ და არასდროს არავისზე ლაპარაკობს. ამ ადამიანს ყველასგან უბრალოება გამოარჩევს. თავმდაბლობაზე, პატიოსნებაზე დიდი ღირსება არ არსებობს. ის კარგი ოჯახის შვილია, დედიკოს და მამიკოს ბიჭია, მის მშობლებს რომ შეხედავ, როგორები არიან... საოცრად აღზრდილი შვილია... საოცარი დამოკიდებულება აქვს თავის სამშობლოსთან, საქმესთან, რასაც ხელს კიდებს... მიუხედავად იმისა, რომ ამხელა წარმატებას მიაღწია, ზემოდან ყურება არავის დაუწყო, პირიქით, ამ სიმაღლემ კიდევ უფრო დაამდაბლა, ეს სძენს მას ღირსებას.
ის, რომ წარმატებული სპორტსმენი ხარ, ეს შეიძლება არაფერს ნიშნავდეს ამ ღირსების გარეშე. თუ ამ ღირსებას გადააბიჯებ, ეს ყველაფერი გაქრება. წარმატება დროებითია, ფეხბურთის თამაში დროებითია... რამდენი ადამიანი ყოფილა წარმატებული, დღეს შეიძლება არავის ახსოვს.“ - ამბობს მოძღვარი გადაცემაში „ჩაი“.