პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
UFC-ის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი ვანში მშობლიურ სოფელში ჩავიდა.
სულურის ცენტრში მსოფლიო ჩემპიონის მხარდასაჭერად მეგობრები, პედაგოგები და თანასოფლელები შეიკრიბნენ.
მას სოფლის ცენტრში დახვედრა მოუწყვეს და გამარჯვება ერთად იზეიმეს. განსაკუთრებით ემოციური მისი პედაგოგებთან შეხვედრა იყო. ჩემპიონის პირველმა მასწავლებლებმა მისი ბავშვობა გაიხსენეს და აღნიშნეს, რომ ბავშვობაში აქტიურობის გამო "მოჩხუბარიძეს" ეძახდნენ.
UFC-ის ჩემპიონი საქართველოში 29 სექტემბერს დაბრუნდა. მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერ მსუბუქი წონის ჩემპიონი 15 სექტემბერს გახდა.