ტრაგედია გურიაში - ჩოხატაურში ავარიას 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა

ლენტა

ჩოხატაურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ახალგაზრდა დაიღუპა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე, სამების ხიდთან ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. 2 პირი მძიმე დაზიანებებით ჯანმრთელობის სახლ “გურიაშია” გადაყვანილი და მათ ამ წუთებში გადაუდებელ დახმარებას უწევენ.