საქართველოს საზოგადოება არის უდიდესი ანთებული სანთელი და ამ ბნელ ჭინკებს და სიბნელეს აუცილებლად დაამარცხებს - გურამ მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი

„შავი ხვრელი“, „შავი ფული“, „შავი პროცესები“, ხომ გახსოვთ ოპოზიციის ეს სიტყვები, აი ახლა გამოაჩინეს არ ასაჯაროებენ საიდან ფინანსდებიან არც პარტიები, არც ენჯეოები, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

„ეს ხალხი არის სიბნელის მომხრე, მაგრამ კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ უკიდეგანო სიბნელეს ერთი პატარა ნათელი სანთელი გაანათებს და დაამარცხებს.

საქართველოს საზოგადოება არის უდიდესი ანთებული სანთელი და ამ ბნელ ჭინკებს და სიბნელეს აუცილებლად დაამარცხებს. აუცილებლად გასაჯაროვდება ხაზარაძეც, გახარიაც, ხაბეიშვილიც, სააკაშვილიც და უცხოური ძალაც,“ - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.