1743537968
თამარისში, თენგიზ ნავერიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა ქართულ ჭიდაობაში

მარნეულის მუნიციპალიტეტმა ტრადიციულად უმასპინძლა თენგიზ ნავერიანის ხსოვნისადმი მიძღვნილ, ტრადიციულ, რიგით მეხუთე, საქართველოს ჩემპიონატს ქართულ ჭიდაობაში.
29-30 მარტს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის და საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, ასევე, მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, სოფელ თამარისში, გაიმართა, ქვემო ქართლში ძიუდოს ერთ-ერთი დამაარსებლის და ჩოხიანი ჭიდაობის დამფუძნებლის, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის და სპორტის დამსახურებული ოსტატის, მარნეულის სპორტული სკოლის ფუძემდებლის, თენგიზ ნავერიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი რიგით მეხუთე, ტრადიციული, გუნდური, საქართველოს ჩემპიონატი ქართულ ჭიდაობაში.
ტურნირში მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის და მუნიციპალიტეტის 37 გუნდი, რაც უპრეცედენტოა. საპრიზო ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდნენ შესაბამისი ხარისხის მედლებით, დიპლომებით, თასებით და ფულადი ჯილდოთი. ტურნირის ჩემპიონი და 8000 ლარის მფლობელი გახდა გუნდი„მუხიანი“, მეორე ადგილზე გავიდა გუნდი „შევარდენი“ და გადაეცა 6000 ლარი, ხოლო მესამე საპრიზო ადგილის და 4000 ლარის მფლობელი გახდა გუნდი „გარეჯი“. ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, თემურ ხუბულური, ფედერაციის ვიცე პრეზიდენტები გიორგი გაჩეჩილაძე და ალექსი დავითაშვილი, მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი და თენგიზ ნავერიანი ძმა, თამაზ ნავერიანი, თენგიზ ნავერიანი მეგობარი და სპორტული ჟურნალისტი, გაბრიელ ბარჯაძე, და მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის დირექტორი მამუკა ნავერიანი მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლა, ჩემპიონ და პრიზიორ გუნდებს ულოცავს მიღწეულ წარმატებას!