1746548142
სპორტის მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა

საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჭოუ ციენთან, შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საქართველოსა და ჩინეთს შორის სპორტის სფეროში ურთიერთობების განმტკიცებასა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სპორტის სამინისტროსა და საელჩოს წარმომადგენლები.