ზოდიაქოს 4 ნიშნისთვის მაისის დასაწყისი ჯადოსნური იქნება
1746652490
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ კიდევ ერთი ახალი ადმინისტრაციული საქმე დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელს 11 იანვარს, პოლიციის დეპარტამენტის წინ არსებულ დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის გაკვრასა და მისი იერსახის დამახინჯებას ედავება. საქმე სასამართლოში “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 150-ე მუხლის პირველი ნაწილით შევიდა.
"მზია ამაღლობელის მხრიდან სტიკერის გაკვრა კედელზე შეფასებული არის როგორც სამართალდარღვევა და ამასთან დაკავშირებით ფაქტობრივად 3.5 თვის შემდგომ შეადგინეს ოქმი. ცხადია, საქმის მასალებში მხოლოდ საუბარია სტიკერის გაკვრაზე და სხვა გარემოებები მითითებული არის, პოლიციელთა ჩვენებები. იმ ფაქტს, რომ ზოგადად შინაგან საქმეთა სამინისტრო სტიკერის გაკვრას თვლის სამართალდარღვევად, არათავსებადია როგორც საქართველოს კონსტიტუციასთან, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან“, - აცხადებს მზია ამაღლობელის ადვოკატი გიორგი ხიმშიაშვილი.
პროცესი დღეს, 12:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში უნდა გამართულიყო, თუმცა სხდომა გადაიდო.
"სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია 30 აპრილის თარიღით განსაზღვრულ ვადაში, რაც კანონით ადმინისტრაციულ ორგანოს მიენიჭა. აქ საუბარი არის პლაკატების და ლოზუნგების და ა.შ. განთავსება ისეთ ადგილას, რომელიც არ არის საამისოდ გამოყოფილი. როდესაც წყდება კონკრეტული პირის მიერ კონკრეტული ქმედების ფარგლებში მისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. ეს თუ თქვენ დევნად მიგაჩნიათ, მე არ მგონია, რომ ეს დასაბუთებული პოზიცია იყოს“, - აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარიამ კერესელიძე.