1746733863
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ახალ რედაქციას და მასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღეს მესამე მოსმენით განიხილავს

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ახალ რედაქციას და მასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღეს მესამე მოსმენით განიხილავს.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კომიტეტს რეგლამენტის პროექტს წარუდგენს. ცვლილებები საკანონმდებლო და საზედამხედველო მექანიზმების გაძლიერებას ითვალისწინებს – უქმდება „მინისტრის საათი“ და იზრდება ინტერპელაციების რაოდენობა, რაც დეპუტატებს საშუალებას მისცემს, სასესიო კვირებში პარლამენტში რეგულარულად დაიბარონ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ასევე, იცვლება საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის წესი და დროებითი კომისიები მუდმივმოქმედი საბჭოების ნაცვლად იმოქმედებენ. მმართველი გუნდის შეფასებით, რეგლამენტის ახალი რედაქცია საპარლამენტო მექანიზმებს უფრო მოქნილს გახდის.