„მოსალოდნელია 15 ივნისამდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას წინასწარმეტყველება
1746561375
ქართველებს ბევრი ფასდაუდებელი კომპოზიტორი გვყავს, მათ შორისაა გოგი ცაბაძე, რომელიც 62 წლის ასაკში გარდაიცვალა. ასეთი შემოქმედისთვის ასე ნაადრევად წასვლა, ძალზე სამწუხაროა. ვინ იცის, კიდევ რამდენ დაუვიწყარ სიმღერას გვაჩუქებდა.
მახსოვს, ბასა ფოცხიშვილმა მოყვა, თუ რა სიახლოვე ჰქონდათ ერთმანეთთან მამამისს, პოეტ მორის ფოცხიშვილსა და გოგი ცაბაძეს. და იმ დღეს, 1986 წლის 30 ნოემბერს, როგორ ჩამოვარდა ფოცხიშვილების სამზარეულოში ზრიალით ჭაღი! სწორედ იმ დროს გარდაიცვალა სცენაზე გოგი...
დიდი წინათგრძნობა ჰქონია თავად კომპოზიტორს.
აი, რას იხსენებს რძალი, ნინო ცაბაძე "სარკისთვის" მიცემულ ინტერვიუში:
"გოგის ორი ძმა ფრონტზე მოუკლეს, მისი და 23 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა, 12 წლის ასაკში თავად ცალი ფეხი დაკარგა...
ფეხბურთელობაზე ოცნებობდა, მაგრამ ვიღაცამ ტრამვაიში ხელი ჰკრა, გადმოაგდო და ამის გამო ცალი ფეხი დაკარგა... ფეხბურთელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ, ამ შემთხვევის შემდეგ, ოჯახს სთხოვა, მისთვის პიანინო მიეტანათ და ასე გახდა ხალხისთვის საყვარელი კომპოზიტორი. დაჯდა ინსტრუმენტთან და...
ცხოვრების ასეთმა ტრაგიკულმა ამბებმა ეს ადამიანი არც გააბოროტა, არც აზროვნება შეუცვალა. დარჩა ასეთი კეთილი თავისი საოცარი სიმღერებით და უამრავი მეგობრის გვერდით დალია სული სიმღერაში...
გოგის გარდაცვალების დღეს ისეთი წინათგრძნობები იყო ჩვენს სახლში...
ერთი საოცრება მოხდა. ჩვენი სახლის წინ, ელექტრობოძებზე უამრავი ჩიტი იჯდა. უცებ მოწყდებოდნენ ეს ჩიტები ადგილიდან და ჩვენს ფანჯარაზე საშინელი წივილით ეხეთქებოდნენ. მერე ისევ გაფრინდებოდნენ, იმავე ადგილას დასხდებოდნენ და უცებ ისევ ისე დაიწივლებდნენ, გამოცვივდებოდნენ, მოასკდებოდნენ ჩვენს ფანჯრებს ისე, რომ ოთახი ბნელდებოდა. ეს ამბავი რამდენჯერმე განმეორდა.
იმ დილით საუზმის დროს თქვა, ძალიან ცუდი სიზმარი ვნახეო. მეუღლემ უთხრა, გაჩუმდი, არ მოყვეო და აღარაფერი თქვა. არ ვიცით, რა სიზმარი ნახა.
მერე დაიწყო რეკვა და თუკი ვინმე ახლობელი თუ ნაცნობი ჰყავდა, ყველას ერთსა და იმავე ტექსტს ეუბნებოდა: დღეს ძალიან დიდი თხოვნა მაქვს თქვენთან, ჩემ გვერდით უნდა იყოთო.
იმდენი ხალხი დაპატიჟა და წაიყვანა იმ დღეს გორში, ამდენი თბილისში არასდროს დაუპატიჟებია. უნდოდა, იმ დღეს ყველა გვერდით ჰყოლოდა.
კონცერტი რომ მთავრდებოდა და გოგის უნდა ემღერა, გამოიძახეს სცენაზე და ამ თავისი ცალი ფეხით მთელი დარბაზი ჩაიარა, მონახა, სადაც იჯდა ჩემი შვილი - 6 წლის თათა, დაუძახა... ბავშვი გამოვიდა, ხალხი შეაწუხა ამის გამო... ჩაეხუტა თათას, კოცნა, კოცნა და ისე ავიდა სცენაზე, თითქოს დაემშვიდობა. ავიდა სცენაზე და გარდაიცვალა...