"286 დღის შემდეგ" - მედია კოსმოსიდან დაბრუნებული ქალის ფოტოებს აქვეყნებს
1742412296
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე წარმატებული რუსთაველი სპორტსმენების, მწვრთნელებისა და გუნდების დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო. ღონისძიებაზე შალვა გოგოლაძემ სპორტსმენებს მიღწეული წარმატება მიულოცა და რუსთავის მერს სპორტის მუზეუმისთვის სიმბოლური საჩუქარი გადასცა.
2024 წელს მიღწეული განსაკუთრებული წარმატებისთვის სხვადასხვა სპორტული სახეობის 21 სპორტსმენი, შვიდი გუნდი და რუსთაველი მწვრთნელები დაჯილდოვდნენ. რუსთავში სპორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა სპორტის განვითარების ცენტრის თანამშრომელი ბადრი ბებია. წარმატებულ რუსთაველებს მერიის სპეციალური ჯილდო და ფულადი პრემია გადაეცათ.
გასულ წელს რუსთაველმა სპორტსმენებმა ოთხასამდე საერთაშორისო და საქალაქთაშორისო ტურნირი დაასრულეს წარმატებით. აღსანიშნავია მოკრივე ლაშა გურულის მიერ ოლიმპიადაზე მოპოვებული ბრინჯაოს მედალი და ძიუდოისტ გიორგი სარდალაშვილის მსოფლიოს ჩემპიონობა.
დაჯილდოების ცერემონიას რუსთავისა და გარდაბნის ისტორიული სოფლების დელეგატი პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი და სახელმწიფოს რწმუნებული ქვემო ქართლში გიორგი დოხტურიშვილი ესწრებოდნენ.
რუსთავის მერია ახალგაზრდების სპორტით დაინტერესების მიზნით წარმატებულ სპორტსმენებს სპეციალურ სტიპენდიასაც უნიშნავს. 2021 წლიდან დღემდე სტიპენდიის ოდენობა 125 %-ით არის გაზრდილი. რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის, ინიციატივით, მერია ახალ პროგრამას - წარმატებული მწვრთნელებისთვის სტიპენდიების დანიშვნის პროექტსაც იწყებს.