სარაგბო კლუბის, ,,მარნეულის არმაზის" ორგანიზებით რაგბის ფესტივალი გაიმართა

რაგბი

სარაგბო კლუბის, “მარნეულის არმაზის" ორგანიზებით რაგბის ფესტივალი გაიმართა.

ფესტივალში, მარნეულის მუნიციპალიტეტის ოთხი სკოლის ოთხმოცამდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა,მათ შორის  სარაგბო კლუბის, “მარნეულის არმაზის" აღსაზრდელებმა. 
ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს მოწვეულმა მწვრთნელებმა, ბავშვებს რაგბის თამაში უფრო ღრმად გააცნეს და სწორი ტექნიკები მიაწოდეს.  ფესტივალის მიზანია მოზარდებისათვის სპორტის ამ სახეობის უკეთ გაცნობა, ასევე რაგბის, როგორც სპორტის სახეობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. გამომდინარე იქიდან, რომ პროექტში ჩართულნი არიან სკოლის მოწაფეები, წესებიც მათზე მორგებული და უსაფრთხოა.

მთელი დღის განმავლობაში ჩატარდა სანახაობრივი თამაშები, რომლებიც ბავშვებს არა მხოლოდ სპორტული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში, არამედ ლიდერობისა და პასუხისმგებლობის შეგრძნებაში დაეხმარება.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, რაგბის საწვრთნელი პროცესი მიმდინარეობს ხუთ ლოკაციაზე, ესენია: სოფელი საიმერლო, სოფელი წერეთელი, სოფელი ყიზილაჯლო, სოფელი თამარისი  და ქალაქი მარნეული მესამე სკოლის ხელოვნური მოედანი.