სანდრო ბაზაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა მეხუთე ადგილზე დაასრულა

სანდრო ბაზაძე

ჰონგკონგში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა სანდრო ბაზაძემ ხმლით ასპარეზობაში გამოსვლა მეხუთე ადგილზე დაასრულა.

ქართველი ნახევარფინალში გადასასვლელად სამხრეთკორეელ გუენდენგ დოსთან 11:15 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრები წლის ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირზე ასეთი შემადგენლობით გამოვიდა: სანდრო ბაზაძე (ხმალი), გიორგი ურუშაძე (ხმალი), ალექსანდრე თავართქილაძე (ხმალი), ალექსანდრა კუვაევა (ხმალი), თამილა მურიდოვა (დაშნა).