2 ადამიანი, რომელსაც ბავშვის მონათვლა არ შეუძლია - მოძღვრის მოსაზრება
1785072196
ამ ძალების მთავარი მიზანი არის ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, რაღაც ახალ-ახალი ჭორების გავრცელება, ახალი ცილისწამების აგორება იმისთვის, რომ ჩვენს ხელისუფლებას ჩირქი მოსცხონ და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მორიგი იერიში განახორციელონ, - განუცხადა „ქრონიკას“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სოსიაშვილმა რადიკალების დეზინფორმაციაზე, თითქოს საქართველოში რუსი სამხედრო ცხოვრობს.
სოსიაშვილის თქმით, ეს მათ არ გამოუვათ იმიტომ, რომ საკმაოდ მოუძველდათ მეთოდები.
„ამ ძალების მთავარი მიზანი არის ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, რაღაც ახალ-ახალი ჭორების გავრცელება, ახალი ცილისწამების აგორება იმისთვის, რომ ჩვენს ხელისუფლებას ჩირქი მოსცხონ და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მორიგი იერიში განახორციელონ. ეს მათ არ გამოუვათ იმიტომ, რომ საკმაოდ მოუძველდათ მეთოდები. დღეს ციფრულ ეპოქაში გვიხდება ცხოვრება და ძალიან მარტივად ხდება გადამოწმება იყო თუ არა შემოსული ეს ადამიანი, გადმოკვეთა თუ არა მა კონკრეტულად საქართველოს საზღვარი, რაც არ მომხდარა, ბუნებრივია. ამიტომ, ამ სიყალბის გავრცელებას არანაირი აზრი აქვს“, - აღნიშნა გიორგი სოსიაშვილმა.
სოციალურ ქსელში ოპოზიცია და მათი აქტივისტები ავრცელებენ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველოში რუსი სამხედრო ცხოვრობს. ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ ირკვევა, რომ ინფორმაცია ყალბია და სიმართლეს არ შეესაბამება. პოსტში მითითებული პიროვნება ქვეყანაში არ ცხოვრობს და მეტიც, მის მიერ საზღვრის გადაკვეთა არ დასტურდება.