ბატონი პაატა ბურჭულაძე საუბრობს იმაზე, რომ შეიძლება კონკრეტულ მომენტში გააფორმო საპროცესო და ეს არ დააკნინებს შენს ბრძოლას - ირაკლი ფავლენიშვილი

ირაკლი ფავლენიშვილი

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი პაატა ბურჭულაძის წერილს ეხმაურება, რომელიც ციხიდან გამოაქვეყნა. ბურჭულაძე, როგორც პროტესტის ორგანიზატორი დაკავებულებს თხოვნით მიმართავს გამოიყენონ შანსი და დათანხმდნენ საპროცესო შეთანხმებას.

ირაკლი ფავლენიშვილის შეფასებით, ვერ გააკრიტიკებს იმ ადამიანებს, ვინც მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებს.

"ნამდვილად ვერ ვიქნები მორალისტი და მსაჯული მათთან მიმართებაში. ვერ ვიქნებით მსაჯულები და გამკრიტიკებლები იმ ხალხის, ვინც შეეცდება, რომ დატოვოს დაწესებულება. ბატონი პაატა საუბრობს იმაზე, რომ ეს არის ბრძოლის ფორმა, რომელიც შეიძლება კონკრეტულ მომენტში გააფორმო საპროცესო და ეს არ დააკნინებს შენს ბრძოლას. ამაზე არის საუბარი. მე ნამდვილად ვერ განვსჯი რა იქნება სწორი და რა არასწორი, იმიტომ, რომ მათი გადაწყვეტილებაა საბოლოო ჯამში. ჩვენ ყველა შემთხვევაში ვიქნებით სოლიდარულები ამ ხალხის მიმართ", - აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.