„საბა ლაზიშვილს გაუმარჯოს! 21 წლის ბიჭი 5 კაცში მარტო შევარდა და ერთი მეორის მიყოლებით დაყარა ტურები!“ - დვალიშვილზე თავდასხმა და გამოხმაურება სოცქსელში

საბა და მერაბი

UFC-ის ქართველ მებრძოლს, მერაბ დვალიშვილს, აბუ-დაბიში UFC-ის მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები ზურგიდან თავს დაესხნენ.

ინციდენტის დროს მერაბ დვალიშვილთან ერთად მისი მეგობარი, 21 წლის ქართველი მოჭიდავე საბა ლაზიშვილი იმყოფებოდა, რომელიც მას თავდამსხმელების მოგერიებაში დაეხმარა.

ახალგაზრდა სპორტსმენის საქციელს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

„საბა ლაზიშვილს გაუმარჯოს! 21 წლის ბიჭი, რომელიც არავის და არაფერს შეუშინდა, წამი არ უფიქრია, 5 კაცში მარტო შევარდა და ერთი მეორის მიყოლებით დაყარა ტურები!“ – წერენ სოციალურ ქსელში.

„მარჯვენაში გენაცვალე!“ - წერს საბა ლაზიშვილის ძმა, UFC-ის ყოფილი მებრძოლი ზვიად ლაზიშვილი სოციალურ ქსელში.

UFC-ის მებრძოლი ბრენდონ როივალი: „იცით მაგ ყველაფერში ყველაზე მაგარი რა იყო? ის ბიჭი, ვინც მერაბთან ერთად იყო, უკან არ დაუხევია, ძმაო. 10 კაცი 2-ზე იყვნენ, ფაქტობრივად".

UFC-ის ლეგენდა, ისრაელ ადესანია: „გველებმა შეიძლება შეიცვალონ ტყავი, მაგრამ ყოველთვის გველებად დარჩებიან. საბოლოო ჯამში, ორივე გამარჯვებული ხართ“. 

ილია თოფურია: „მშიშრების ხროვა ხართ! პასუხს აგებთ იმაზე, რაც ჩაიდინეთ. ყველაფერი ხართ კაცების გარდა“. 

✕