კახა კალაძე რადიკალებზე: არანაირი რესურსი არ გააჩნიათ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც დაცლილები არიან ქართველი ხალხის მხარდაჭერისგან

კახა კალაძე

„არანაირი რესურსი არ გააჩნიათ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც დაცლილები არიან ქართველი ხალხის მხარდაჭერისგან“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ რადიკალებთან დაკავშირებით.

კერძოდ, გადაცემის წამყვანმა მას ჰკითხა, „ოპოზიცია ახლაც აანონსებს, რომ თვის ბოლოდან მასშტაბური საპროტესტო კამპანია უნდა დაიწყოს. მეტიც, მოვისმინეთ განცხადებები, რომ 2028 წლის არჩევნები არ უნდა ჩაატარებინონ ხელისუფლებას. თქვენი აზრით, ამ გეგმის განსახორციელებლად რაიმე რესურსი ოპონენტებს აქვთ დარჩენილი?“

კალაძის თქმით, როგორ შეიძლება ქვეყანაში მოაწყო რევოლუცია, როდესაც ხალხის არანაირი მხარდაჭერა არ გაგაჩნია.

„ესენი არიან ყველანაირად მხარდაჭერისგან დაცლილი პოლიტიკური სუბიექტები. ყველამ იცის ვინ არიან ეს ადამიანები, კონკრეტული ადამიანები იქნებიან ესენი თუ პოლიტიკური სუბიექტები, არ აქვს მნიშვნელობა. ვიცით, ვინ არიან, საიდან იმართებიან, ვინ მართავს. რა თქმა უნდა, გარე ძალები პირდაპირ კონკრეტულ დავალებებს აძლევენ როგორ უნდა იმოქმედონ. კონკრეტულ დავალებებს აძლევენ რა „მესიჯბოქსი“ უნდა ჰქონდეთ, კონკრეტულ დავალებებს აძლევენ რა უნდა გააკეთონ ცუდი ქვეყნის წინააღმდეგ, ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ამ ადამიანებს არანაირი რესურსი არ გააჩნიათ, არც გაერთიანებულებს, არც დაყოფილებს.

ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ პროცესში საზოგადოებამ და ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ დაინახა, შეაფასა და გააკეთა ანალიზი ვინ ვინ არის და ვინ რას წარმოადგენს“, - აღნიშნა მან.

✕