მოკლულია ცოლ-ქმარი - დიდუბეში მომხდარის ახალი დეტალები
1794418153
თბილისში, დიდუბეში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მოკლული ცოლ-ქმარი ნანა ფირანიშვილი და სოსო სუჯაშვილი არიან. ისინი ყაზბეგის მუნიციპალიტეტიდან იყვნენ და თბილისში მცირე ბიზნესი ჰქონდათ.
მკვლელობა საცხოვრებელ კორპუსში იმ დროს მოხდა, როდესაც ლიფტს ელოდებოდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.