„ასეთ სიკვდილს არ იმსახურებდით, ძმებო...“ - თამაზ ლოხიშვილის პოსტი ოჯახში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ
1732145400
ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე ჩეხეთთან თამაშის შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ეს არ არის შედეგი, რომელსაც ველოდით, თუმცა 2025-ში ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ერთად გვქონდეს დიდებული წელი“, - წერს გიორგი მიქაუტაძე სოციალურ ქსელში.
მიმდინარე წლის ერთა ლიგის ბოლო ტურში საქართველო ჩეხეთს ესტუმრა და 1:2 დამარცხდა. ჯვაროსნებმა ერთა ლიგიდან მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსი დაკარგეს.
ცნობისთვის, ვილი სანიოლის გუნდი, B დივიზიონში დასარჩენად პლეი-ოფში C დივიზიონში მეორე ადგილზე გასული გუნდებიდან ერთ-ერთს შეხვდება - მატჩები 2025 წლის 20 და 23 მარტს გაიმართება. საქართველოს ნაკრების სავარაუდო მეტოქეები კოსოვო, ბულგარეთი, სომხეთი და სლოვაკეთი არიან.