საპენსიო ფონდი ინფორმაციას ავრცელებს
1789069156
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა. მედია, წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ისა და ისრაელის ინტენსიური იერიშების მიუხედავად, თეირანმა მიწისქვეშა ობიექტებში რაკეტების აწყობა მცირე მასშტაბებით, ომამდელი კომპონენტებისა და მარაგების გამოყენებით ივნისის შუა რიცხვებიდან დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ეს ინფორმაცია ეწინააღმდეგება შტატების თავდაცვის უწყების ადრინდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ირანული სარაკეტო პროგრამა სრულად განადგურდა.
აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანს ბირთვული იარაღის ქონის შესაძლებლობას ვერ მისცემს.
"ჩვენ მცირე აქტივობას ვაკვირდებით. ირანს ვურჩევდი, ეშმაკობას თავი დაანებოს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს, ძალიან ძლიერად დავარტყათ. სხვა გზა არც გვაქვს. ჩვენ ირანს ვერ მივცემთ შესაძლებლობას, ჰქონდეს ბირთვული იარაღი. ეს ძალიან მარტივია. ეს ჩემი გადაწყვეტილებაა. ჩვენ ირანთან მიმდინარე ომი მოვიგეთ - ისინი ნებდებიან,"- აცხადებს ტრამპი.