ოპტელი ბერების ლოცვა - წაიკითხეთ ყოველდღე და ნახავთ, რომ თქვენი ცხოვრება შეიცვლება
1738702671
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის თასზე რანგით მესამე ლიგის წარმომადგენელს, „ლე მანს“ ესტუმრა და 2:0 დაამარცხა.
1/8-ფინალურ შეხვედრაში ლუის ენრიკემ ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი დაასვენა. ხვიჩა კვარაცხელია პირველივე წუთებიდან მოედანზე იყო და შეტევების გამწვავებას ცდილობდა, მისი გადაცემების შემდეგ პარიზელებს გოლის გატანა რამდენჯერმე შეეძლოთ, მაგრამ პირველ ტაიმში ამის გაკეთება მხოლოდ ერთხელ მოახერხეს – 25-ე წუთზე ანგარიში დეზირე დუემ გახსნა.
შესვენების შემდეგ სტუმრებმა „ლე მანს“ მეორედაც გაუტანეს – 72-ე წუთზე, შეცვლაზე შესულმა ბრედლი ბარკოლამ სწრაფი კონტრშეტევის დროს ძალიან კარგად იმოქმედა და ზუსტად დაარტყა. კვარაცხელიას გადაცემის შემდეგ გოლის გატანა აშრაფ ჰაკიმისაც შეეძლო, მაგრამ შანსით ვერ ისარგებლა.
საბოლოოდ, „პარი სენ-ჟერმენმა 2:0 მოიგო და საფრანგეთის თასის 1/4-ფინალში გავიდა.