კარგი ამბავი მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს
1741602679
პოდგორიცის ევროპის თასზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა - ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში ევროპის 2025 წლის თასის გათამაშება გაიმართა. ტურნირზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ვერცხლის მედლები მათე ბერუაშვილმა (-73 კგ) და საბა ქარდავამ (+100 კგ) მოიპოვეს, ბრინჯაოს მედალს კი ალექსანდრე ლოლაძე (-81 კგ) დაეუფლა. მათე ბერუაშვილმა ფინალი თურქ მოწინააღმდეგესთან, საბა ქარდავამ კი აზერბაიჯანელ მეტოქესთან დათმო. ალექსანდრე ლოლაძემ მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ტაჯიკი სპორტსმენი დაამარცხა.
ქართველი ძიუდოისტები პოდგორიცის ევროპის თასზე სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.