კარგი ამბავი მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს
1741602679
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ უკრაინის წინადადებაში, რუსეთთან ცეცხლის ნაწილობრივი შეწყვეტის შესახებ, პერსპექტივას ხედავს.
„არ ვამბობ, რომ ეს საკმარისია, მაგრამ ეს არის ის დათმობა, რომელიც უნდა ნახოთ კონფლიქტის დასასრულებლად“,- განაცხადა რუბიომ საუდის არაბეთში ჩასვლამდე ცოტა ხნით ადრე, სადაც უკრაინელ ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებს გამართავს.
რუბიოს თქმით, იმედი აქვს, რომ უკრაინელებთან შეხვედრა კარგად ჩაივლის.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა,რომ ვაშინგტონის მხრიდან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტის საკითხი შეიძლება „მოგვარდეს“ საუდის არაბეთში დაგეგმილი მოლაპარაკებების დროს.
„ვფიქრობ, დახმარების შეჩერების ცნება, ზოგადად, არის ის, რისი მოგვარებაც შეგვიძლია. ცხადია, რაც მოხდება ხვალ, ამ კუთხით გადამწყვეტი იქნება“, – განაცხადა რუბიომ.