"ასე გააკეთოს 40 დღის განმავლობაში... ეს ყველა ავადმყოფობის წამალია" - მამა ვიტალის რჩევა

მამა ვიტალი

წმინდანებს რომ კურნება შეუძლიათ, ეს ყველა მორწმუნემ იცის. ბოლო დროის მამები ანდერძად იბარებდნენ, მოდით ჩემს საფლავზე, მთხოვეთ და მე სურვილს აგისრულებთო. 

საქართველოში მოღვაწე რუსი წმინდა მამა, ვიტალი სიდორენკო სნეულებისგან განკურნების საშუალებად ერთ მეთოდს მიიჩნევდა. 

ამონარიდი სქიმარქიმანდრიტის წერილიდან:

"დილით ადგომის დროს ერთხელ თქვას – „მამაო ჩვენო“ და ერთხელ – „ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ,“ ერთი მეტანია, ჩაის კოვზით ნაკურთხი წყალი მიიღოს.

საღამოს ძილის წინ: ერთხელ – „მამაო ჩვენო“, ერთხელ – „ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ“, ერთი მეტანია, ნაკურთხი ზეთი იცხოს მტკივნეულ მკერდზე, თან თქვას: „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ამინ.“

ასე გააკეთოს 40 დღის განმავლობაში და კარგად იქნება.

ეს ყველა ავადმყოფობის წამალია, – ამბობდა იოანე კიეველი, როდესაც ადამიანებს ასწავლიდა, როგორ უნდა შეენარჩუნებინათ ჯანმრთელობა.“