კარგი ამბავი მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს
1741602679
პოეტი ოთო გურგენიშვილი ფართო საზოგადოებამ 11 წლის წინ, მის მიერ ჩადენილი სიმამაცით გაიცნო.
21 წლის ოთომ ხელი ჰკრა გოგონას, რომელსაც სწრაფად მიმავალი ავტომანქანა ეჯახებოდა და გადაარჩინა, მანქანა ოთოს დაეჯახა.
შემთხვევა 2014 წლის 30 ივლისს მოხდა.
გმირი შვილის შესახებ დედამ, ნანა მათუზაშვილმა გადაცემაში "თათიას გმირები" ისაუბრა.
როგორც ოთოს დედა ჰყვება, უბედური შემთხვევა რამით მოხდა. საკუთარ აფთიაქში დედასთან მივიდა, მოამარაგა და წასვლისას ჩაეხუტა.
„ეს ყველაზე რთულია მოსაყოლად. რაც მის გმირობამდე მოხდა. ღამე იყო, ღამით მოხდა ეს ამბავი. მომიმარაგა ყველაფერი. რამე ხომ არ გინდაო. რომ მიდიოდა, აივნიდან გადავხედე... და გავიფიქრე კიდეც რა ლამაზად მიდის-მეთქი... მაგრამ არაფერი ცუდი არ მიფიქრია“,- ამბობს ნანა.
მისივე თქმით, გარადჩენილი გოგოს ოჯახი მხოლოდ ერთხელ ნახა და მას მერე ამ ოჯახს მასთან კონტაქტი აუკრძალა.
„ის ოჯახი ერთხელ ვნახე. არც გამოჩენილან, მე ავუკრძალე – სადაც დამინახავთ, შორს დადექით-მეთქი, იმიტომ, რომ ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, აზრიც აღარ აქვს, ჩემმა შვილმა ადამიანი გადაარჩინა… შეეძლო გვერდით გაიხედავდა და მორჩა, მაგრამ მე ასეთი შვილი არ გამიზრდია, ვეფხვივით გადახტა, ვენაცვალე მის კაცობას, ტყუილად არ მიწვალია…“ – ამბობს ოთო გურგენიშვილის დედა.