პიკე ფეხბურთში ბრუნდება

პიკესთან

ჟერარ პიკემ ფეხბურთში დაბრუნება დააანონსა. „ბარსელონას“ ყოფილი მცველის თქმით, ის საქმიანობას მწვრთნელის რანგში გააგრძელებს.

„დადგა ახალი წელი და დიდხნიანი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე ფეხბურთში დაბრუნება. ძალიან მოვიწყინე მის გარეშე. ოღონდ, ამჯერად დავბრუნდები არა მოთამაშის რანგში. მე მწვრთნელი ვიქნები. უფრო მეტ დეტალს კვირის ბოლოს გაგიზიარებთ“,- დაწერა პიკემ სოციალურ ქსელში.

პიკე ,,ბარსელონას” ძირითად გუნდში 2008 წლიდან თამაშობდა. მცველმა კატალონიურ გუნდთან ერთად, 30 ტიტულის მოგება შეძლო.