ისანში მოკლული ახალგაზრდა კაცის ვინაობა ცნობილია

პოლიციის ლენტი

ისანში მოკლული ახალგაზრდის ვინაობა ცნობილია. ის 37 წლის თემურ აივაზიანია. არსებული ინფორმაციით, მოკლული და მკვლელობაში ბრალდებული ერთმანეთს იცნობდნენ.

მომხდარს კი ერთი კვირის წინ მათ შორის დაწყებული კონფლიქტი უძღოდა.

მკვლელობა სვიმონ კლდიაშვილის ქუჩაზე, აივაზიანის სახლთან მოხდა. სამართალდამცველებმა დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს. გამოკითხულები არიან მოწმეებიც.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი მასალის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.