გიორგი კახიანი: მე მინდა ვთხოვო ყველას, ვინც ჩვენს პოლიტიკას იზიარებს, ხვალ მობრძანდეს თავისუფლების მოედანზე და ერთად ვანახოთ მთელს მსოფლიოს ძალა, რომელიც ჩვენ გვაქვს

გიორგი კახიანი

ქართულმა ოცნებამ აჩვენა, რომ ეს არის ხელისუფლება, რომელმაც მთელი თავისი მმართველობის პერიოდში უზრუნველყო მშვიდობა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“.

„ამ ურთულეს პირობებში უზრუნველვყავით ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, გვაქვს ძალიან კარგი მონაცემები სხვადასხვა თვალსაზრისით.

ხვალინდელი შეხვედრა ბუნებრივია ერთი მხრივ იქნება დემონსტრირება ამ მხარდაჭერისა. რამდენიმე დღის წინ ოპოზიციურ პარტიას ჰქონდა შეკრება და ისიც კი ვერ გაბედეს, რომ ამისთვის დაერქმიათ პარტიული შეკრების სახელი, რაც რეალურად იყო. იქ მოსული მხარდამჭერების რაოდენობა იმაზე ბევრად ნაკლები იყო ვიდრე თავად ელოდნენ.

ამის საპირისპიროდ თქვენ ნახავთ ხვალ რა მდგომარეობა იქნება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამას ნახავენ ქვეყნის გარეთაც, თუ რამხელა მხარდაჭერა აქვს „ქართულ ოცნებას“.

მე მინდა ვთხოვო ყველას, ვინც ჩვენს პოლიტიკას იზიარებს, ხვალ მობრძანდეს თავისუფლების მოედანზე და ერთად ვანახოთ მთელს მსოფლიოს ძალა, რომელიც ჩვენ გვაქვს“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.

მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება ხვალ, თავისუფლების მოედანზე 19:00 საათზე დაიწყება.