PHOTO: კუკურელიამ თმა არ შეიჭრა, მაგრამ წითლად შეიღება

კუკურელიამ თმა არ შეიჭრა, მაგრამ წითლად შეიღება

წლევანდელი ემოციური საფეხბურთო სეზონის განმავლობაში ქართველი გულშემატკივრებს შორის რამდენიმე უცხოელი ფეხბურთელი განსაკუთრებით პოპულარული იყო. მათ შორის 25 წლის ესპანელი მცველი მარკ კუკურელია, რომელიც თავისი გრძელი და ხვეული თმით მალევე გამოარჩიეს და ძალიან ბევრი ხუმრობაც მოარგეს.

სოციალურ ქსელში მისი ინტერვიუდან ამონარიდი გავრცელდა, სადაც ამბობს რომ ესპანეთის გაჩემპიონების შემთხვევაში, თმას შეიჭრის.

"ევროპის ჩემპიონატზე თუ მოვიგებთ, თმას მოვიჭრი. მხოლოდ ერთი პრობლემა მაქვს: „ჩემი ცოლი მომკლავს“,- განაცხადა მან Cope-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

მარკ კუკურელიამ პირობა მთლად ვერ შეასრულა მაგრამ EURO 2024-ზე ესპანეთის ჩემპიონობის შემდეგ თმა წითლად შეიღება

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by MARC CUCURELLA (@cucurella3)