მარკ კუკურელია თმას იჭრის - „ერთი პრობლემაა, ჩემი ცოლი მომკლავს“

მარკ კუკურელია

წლევანდელი ემოციური საფეხბურთო სეზონის განმავლობაში ქართველი გულშემატკივრებს შორის რამდენიმე უცხოელი ფეხბურთელი განსაკუთრებით პოპულარული იყო. მათ შორის 25 წლის ესპანელი მცველი მარკ კუკურელია, რომელიც თავისი გრძელი და ხვეული თმით მალევე გამოარჩიეს და ძალიან ბევრი ხუმრობაც მოარგეს.

აღმოჩნდა, რომ კუკურელია მალე ამ იმიჯს დაემშვიდობება. სოციალურ ქსელში მისი ინტერვიუდან ამონარიდი ვრცელდება, რომელიც მან ჯერ კიდევ ევროპის ჩემპიონატის დასაწყისში ჩაწერა. სწორედ აქ ამბობს, რომ ესპანეთის გაჩემპიონების შემთხვევაში, თმას შეიჭრის.

"ევროპის ჩემპიონატზე თუ მოვიგებთ, თმას მოვიჭრი. მხოლოდ ერთი პრობლემა მაქვს: „ჩემი ცოლი მომკლავს“,- განაცხადა მან Cope-სთვის მიცემულ ინტერვიუში.