ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის მთავარ ბადეშია

ბასილ

ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის მთავარ ბადეშია.

მან საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დაძლია. მან საკვალიფიკაციოს ეტაპის ფინალში ორ სეტში ფრანჩესკო პესკარო დაამარცხა 6:3 6:3.

ბასილაშვილმა პირველ სეტში ხუთიდან ხუთი ბრეიკპოინტი მოიგერია, თავად კი ოთხიდან ორი ბრეიკპოინტი გამოიყენა. მეორე სეტში ბასილაშვილს მხოლოდ ერთი ბრეიკპოინტის მოგერიება მოუწია. მან მეოთხე გეიმში შეასრულა ბრეიკი, რომელიც გადამწყვეტი აღმოჩნდა.

ბასილაშვილმა ბოლოს „დიდი სლემის“ ტურნირების ძირითად ბადეში 2023 წელს ითამაშა – სწორედ ავსტრალიის ღიაზე. ამ ტურნირზე მისი საუკეთესო შედეგი მესამე წრეში გასვლა იყო – 2018 და 2019 წლებში.

ავსტრალიის ღიას ძირითადი ბადის წილისყრა პარასკევს გაიმართება.