ქალი, რომელმაც 9/11 იწინასწარმეტყველა, 2025 წლის შესახებ საუბრობს - Daily Mail
1745097703
„ნაპოლის“ ფორვარდმა, ვიქტორ ოსიმენმა სოციალურ ქსელებში კლუბის პრესსამსახურის მოქმედებებით უკმაყოფილება გამოთქვა.
როგორც იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა წერს, ნიგერიელი ოფიციალურ ბოდიშს ელოდება კლუბისგან იმ ვიდეოს გამო, რომელიც TikTok-ში ნეაპოლელთა ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
„ნაპოლის“ პრესსამსახურმა დაამონტაჟა ვიდეო, რომელშიც ოსიმენი ბავშვის ხმით სთხოვს მსაჯს 11-მეტრიანის დანიშვნას და შემდეგ აცილებს პენალტს.
„ის, რაც დღეს მოხდა TikTok-ში კლუბის ოფიციალურ გვერდზე, მიუღებელია. ეს ძალიან სერიოზულ ზიანს აყენებს მოთამაშეს. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას იურიდიული მოქმედებებისთვის ვიქტორის დასაცავად“, – მოჰყავს ოსიმენის აგენტის სიტყვები სკირას.
აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელმა „ინსტაგრამიდან“ ყველა ფოტო წაშალა, სადაც კლუბის მაისურით იყო.