„მსაჯები და მაყურებლები მის მხარეს იყვნენ“ - უმარის მწვრთნელი თვლის, რომ მოიგეს

უმარი

მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი დაიცვა და უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა. „მანქანამ“ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა და ჩხუბის შემდეგ, ლეგენდარულმა მწვრთნელმა, ხავიერ მენდესმა, რომელიც უმარს ავარჯიშებს, აღნიშნულ ორთაბრძოლაზე ილაპარაკა.

„მაყურებლები და მსაჯები მერაბის მხარეს იყვნენ, მაგრამ გულახდილად ვიტყვი, რომ ჩემი აზრით, უმარმა გაიმარჯვა. არ ვიცოდით, რომ პირველ რაუნდში ხელი მოიტეხა, რადგან ამის შესახებ არაფერი უთქვამს. საერთო ჯამში, სანახაობრივი ორთაბრძოლა იყო. არ აქვს მნიშვნელობა, მსაჯების გადაწყვეტილებაზე რას ვფიქრობ, მერაბი შესანიშნავი მებრძოლია. დარწმუნებული ვარ, უმარი უფრო გამოცდილი დაბრუნდება და ორი ან სამი ჩხუბის შემდეგ, საჩემპიონო ქამარს დაეუფლება“.

შეგახსენებთ, რომ ორმა მსაჯმა მერაბის სასარგებლოდ 3:2 დააფიქსირა, ერთმა - 4:1. მათ გადაწყვეტილებას MMA-ის გულშემატკივრებიც იზიარებენ და თვლიან, რომ „მანქანამ“ დამსახურებულად იმარჯვა. მათი აზრით, მერაბმა მესამე, მეოთხე და მეხუთე რაუნდები უეჭველად მოიგო, პირველ და მეორე რაუნდში კი მცირე უპირატესობა უმარს ჰქონდა.