მინდოდა ყველას ენახა, რომ ქართველები ბრძოლაში უკან არ იხევენ - ვინ არის ლაშა ბექაურის ბიძაშვილი, რომელიც ახლახან მსოფლიო ჩემპიონი გახდა

მიხეილ ბექაური

ჩემპიონობა სისხლში აქვთო სწორედ ბექაურებზეა ნათქვამი. თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარასში, გამართულ შილვარის ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატზე, 21 წლის მოჭიდავე, მიხეილ ბექაური ოქროს მედლის მფოლობელი გახდა.

ცნობისთვის, მიხეილ ბექაური ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის ბიძაშვილია და ამავდროულად, საქართველოს ძიუდოს ნაკრების შემადგენლობაშიც გვევლინება. 21 წლის ძიუდოისტს იუნიორთა შორის არაერთი წარმატებისთვის აქვს მიღწეული. მიხეილ ბექაური ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ბრინჯაოს და კადეტთა კონტინენტის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი გახლავთ.

შილვარის სახეობაში, მსოფლიო ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ მიხეილ ბექაურმა შთაბეჭდილებები „პრაიმ სპორტის“ გუნდს გაუზიარა. 

– გილოცავთ გამარჯვებას, როგორ შეაფასებდი შენს მიერ ჩატარებულ ტურნირს?

– მადლობა ყურადღებისთვის. ეს ტურნირი საკმაოდ საინტერესო იყო თავისი ინდივიდუალურობიდან გამომდინარე. მსოფლიოს ჩემპიონატს უმნიშვნელოს ნამდვილად ვერ ვუწოდებ.

– შემართება როგორი იყო?

– განწყობა საბრძოლო იყო, როგორც ყოველთვის, მაგრამ ამ ყველაფერს დაერთო ის ფაქტიც, რომ გახსნის ღონისძიებაზე მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე 50 ქვეყნის დროშა გამოიტანეს, სადაც საქართველოს დროშა საერთოდ არ იყო. ეს ძალიან გულდასაწყვეტი იყო ჩემთვის და რაც შემეძლო, იყო ის, რომ ჩემი სამშობლოსთვის, საქართველოსთვის ბოლომდე მებრძოლა და დაენახა ყველას, თუ რა შეგვიძლია ქართველებს. უფლის წყალობით, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და როგორც ვიცი, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ სახეობაში საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოვუტანე.

– ქართველ გულშემატკივარს, რომ განუმარტო რა არის შილვარის ჭიდაობა და რით განსხვავდება ძიუდოსგან?

– ყველაზე დიდი განსხვავება ის არის, რომ შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს რადიკარულად განსხვავებული სახეობა რომ არის, ფორმითაც. ეს ტრადიციული სახეობაა, ძალიან ძველი ჭიდაობა, ისევე როგორც ჩვენი ქართული ჭიდაობა. უბრალოდ პოპულარიზაციის მხრივ განსხვავდება, რადგან ბევრად უფრო მაღალ მასშტაბებზე არიან გასულები, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებს ატარებენ. ძიუდოსა და შილვარს შორის განსხვავება რა თქმა უნდა ფორმით სტილით არის, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ ძიუდოისტებს გვეხმარება არის ის, რომ შესაძლებელია ქამრიდან ჭიდაობა, მოგეხსენებათ ეს ქართველებისთვის უცხო არ არის. შეჯიბრში იღებდნენ მონაწილეობას ისეთი ქვეყნები, როგორიცაა გერმანია, რუსეთი, უკრაინა და კიდევ ბევრი. ეს სახეობა კი ძალიან საინტერესოა თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე.

განაგრძეთ კითხვა