საიდან მოდის პანაშვიდებზე სარკის დაფარვის წესი
1782154193
მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინისა და ავსტრიის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა არგენტინის დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. მატჩის მთავარი გმირი ლიონელ მესი გახდა, რომელმაც მეტოქის კარში ორივე გოლის გატანა შეძლო.
ანგარიში შეხვედრის პირველ ტაიმში, 38-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც მესიმ ზუსტი დარტყმით არგენტინა დააწინაურა. ავსტრიის ნაკრები მთელი მატჩის განმავლობაში ცდილობდა წონასწორობის აღდგენას, თუმცა შეხვედრის დასასრულს, მსაჯის მიერ დამატებულ დროში (90+5' წუთზე), მესიმ დუბლი გაიფორმა და მატჩის საბოლოო წერტილი დასვა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ყველა შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟსა და საუკეთესო მომენტების მიმოხილვას შეგიძლიათ თვალი "რუსთავი 2-ის" ეთერში ადევნოთ.