მერაბ დვალიშვილს UFC-ის ისტორიაში ყველაზე მეტი გდება აქვს

მერაბ დვალიშვილი

UFC 311-ზე მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი წარმატებით დაიცვა.

ტიტულის დაცვის გარდა, ქართველი მებრძოლი UFC-ის ისტორიაშიც შევიდა - მას უკვე 92 გდება (თეიქდაუნი) აქვს შესრულებული, რაც ყველა დროის საუკეთესო შედეგია.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილის ანგარიშზე უკვე ზედიზედ მოპოვებული 12 გამარჯვებაა, რაც UFC-ის სუპერმსუბუქ წონაში რეკორდია.