"ქართველი კაცი ყოველთვის დედის რძით იკვებებოდა... 2003-ში ივანოვის რძით გამოიკვებნენ და ივანოვის რძე აქვთ ტუჩებზე შეუმშრალი, დღეს ივანოვი როთმა შეცვალა" - მთავარეპისკოპოსი იაკობი

მეუფე იაკობი

"როგორც იდეალური ადამიანი არ არსებობს, ისე არ არსებობს იდეალური ოჯახი, მაგრამ სწრაფვა ხომ უნდა გვქონდეს იდეალისკენ, სწრაფვა ხომ უნდა გვქონდეს ღმერთისკენ", - ამის შესახებ მეუფე იაკობმა განაცხადა.

მისი თქმით, ქართველი კაცი ყოველთვის დედის რძით იკვებებოდა. 2003-ში ივანოვის რძით გამოიკვებნენ, დღეს კი ივანოვი როთმა შეცვალა.

"თუ ავიღებთ ახლა პოზიციასაც და ოპოზიციასაც, ოპოზიციაში ახლა ვინც ჩემი ხნის არის, ან ჩემზე ოდნავ პატარა, პირდაპირ გეტყვით, საბჭოთა კავშირის დროს იყვნენ მისი დამცველები და ალბათ მაშინ ისინი თავიანთ სინდისთან მართლები იყვნენ. მათი ძალაუფლების მიმცემი საბჭოთა კავშირი იყო.

მერე შეიცვალა სიტუაცია, გავხდით დამოუკიდებლები და დაგვაპირისპირეს რუსებმა, მოხდა ძმათამკვლელი ომი და ისევ ჩაერია რუსეთი და მივიღეთ შევარდნაძე. შემდეგ უკვე კარგად გახსოვთ 2003 წელი, იქაც არჩევნების საბაბით შეიცვალა ხელისუფლება და რა მოხდა... ქართველი კაცი ყოველთვის დედის რძით იკვებებოდა და 2003-ში ივანოვის რძით გამოიკვებნენ და ივანოვის რძე აქვთ ტუჩებზე შეუმშრალი, დღეს ივანოვი როთმა შეცვალა, ვთქვათ ხომ, რეალობა მაგია", - განაცხადა ბოდბის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა იაკობმა.