მარნეულში, ორგანიზაციებს შორის მინი ფეხბურთში ჩემპიონატი დაიწყო

სპორტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიისა და სპორტული სკოლის ორგანიზებით დღეს სტარტი აიღო „მარნეულის 2022 წლის ჩემპიონატმა მინი ფეხბურთში - ორგანიზაციებს შორის“.

ტურნირი საზეიმო ვითარებაში გახსნა მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის დირექტორმა მამუკა ნავერიანმა.

პირველ ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ „ავიაცია“ და „TBC ბანკი“, მატჩი დასრულდა „ავიაციის“ გამარჯვებით, ანგარიშით 11:0.

ჩემპიონატში გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდება გარდამავალი თასით, ხოლო საპრიზო ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდებიან შესაბამისი ხარისხის მედლებით, დიპლომებით და ფულადი ჯილდოთი: 
პირველი ადგილი: 1000 ლარი

მეორე ადგილი-800 ლარი
მესამე ადგილი-600 ლარი

ამ ეტაპისთვის ორ გზის ჩემპიონი და გარდამავალი თასის მფლობელია „მარნეულის სამხედრო საავიაციო ბაზა“ 
ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს 16 საფეხბურთო გუნდი:

1) „დაცვის პოლიცია“2) „112“3) „კრედო ბანკი“4) „მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლა“5) „მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლა2“ 6) „მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია“7) „MBC ბანკი“8) „ლიბერთი ბანკი“9) „მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო“10) „ჯიბე“11) „მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია 2“12) „სამხედრო ავიაცია“13) „ჩაის სახლი“14) „თიბისი ბანკი“15) „მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი“16) „ავერსის კლინიკა“