1740388520
მარნეულელი მშვილდოსნების მორიგი წარმატება

მიმდინარე წლის 18-21 აგვისტოს, ქალაქ ბათუმში, ანგისის სპორტულ კომპლექსში, გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი მშვილდოსნობაში. ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს მარნეულის სპორტული სკოლის აღსაზრდელებმა კადეტებს შორის ჩემპიონობა მოიპოვა და პირველი ადგილი დაიკავა თათა ნავერიანმა (პირადი მწვრთნელი: ეკა აბაიშვილი), ხოლო ახალგაზრდებში ვიცე ჩემპიონი გახდა სალომე ხარშილაძე( პირადი მწვრთნელი: გიორგი გორდეზიანი)
ჩემპიონატზე კადეტთა შორის, წარმატებული დებიუტი ჰქონდათ სპორტული სკოლის სხვა სპორტსმენებს, ქეთი კოჩალიძემ დაიკავა მეოთხე ადგილი , ხოლო მირანდა საგინაძემ , გააუმჯობესა საკუთარი პირადი რეკორდი და მე-5 მე-7 ადგილები გაინაწილა.