მარნეულელი მოკრივე ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს

სპორტი

მიმდინარე წლის 25 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით, იტალიის ქალაქ მონტესილვანოში გაიმართება 2022 წლის ევროპის ჩემპიონატი ჭაბუკ მოკრივეთა შორის, სადაც საქართველოს ღირსებას 46 კგ წონით კატეგორიაში დაიცავს და  იასპარეზებს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის აღსაზრდელი, ალი ახმედლი.

ალი ახმედლი არის მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი წარმატებული სპორტსმენი, რომელიც ირიცხება საქართველოს მოკრივეთა ეროვნულ ნაკრებში.

მარნეულის სპორტული სკოლა უსურვებს წარმატებებს ალის.