1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
მიმდინარე წლის 13 ნოემბერს, სოფელ თამარისის სპორტულ დარბაზში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის და ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, გაიმართა ქვემო ქართლში ძიუდოს ერთ-ერთი დამაარსებლის და ჩოხიანი ჭიდაობის დამფუძნებლის, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის და სპორტის დამსახურებული ოსტატის, მარნეულის სპორტული სკოლის ფუძემდებლის, თენგიზ ნავერიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული გუნდური ტურნირი ქართულ ჭიდაობაში.
ტურნირის ჩემპიონი და თენგიზ ნავერიანის სახელობის თასის მფლობელი გახდა, მარნეულის სპორტული სკოლის გუნდი:
" ნ ა ვ ე რ ი ა ნ ი" 30 კგ წონით კატეგორია - ბექა ჭკადუა( პირადი მწვრთნელი-გიგლა წიფიანი)
35 კგ წონით კატეგორია- ლუკა გულბანი ( პირადი მწვრთნელი-დემური ჟორჟოლიანი)
40 კგ წონით კატეგორია- მიქაილ გოჯაევი(პირადი მწვრთნელი-რიზა აბასოვი)
45 კგ წონით კატეგორია- ანდრო პაპუნაშვილი( პირადი მწვრთნელი- სანდრო იაკობაშვილი)
+45 კგ წონით კატეგორია- ლუკა ნავერიანი(პირადი მწვრთნელი-დემური ჟორჟოლიანი)
მეორე ადგილი დაიკავა ქალაქ თბილისის გუნდმა "მუხიანი", ხოლო მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა გუნდი "ლიდერი" ქალაქ თბილისიდან.
საპრიზო ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდნენ შესაბამისი ხარისხის მედლებით, დიპლომებით. ტურნირში მონაწილეობდნენ საქართველოს სხვა და სხვა მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების წარმომადგენელი 20 გუნდი. ტურნირი გაიმართა 2010-2011 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა შორის.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გელა ბერუაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის დირექტორი მამუკა ნავერიანი, მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი, ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი, თამაზ ნავერიანი და სპორტული ჟურნალისტი, ქართული ჭიდაობის მკვლევარი გაბრიელ ბარჯაძე.
აღსანიშნავია, რომ ქართული ჭიდაობა იუნესკოს მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში გაწევრიანდა, ხოლო მსგავსი ტურნირების ჩატარება ხელს უწყობს ქართული ჭიდაობის პოპულარიზაციას მომავალ თაობაში