1728499899
მარნეულის მუნიციპალიტეტმა მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა
მარნეულის მუნიციპალიტეტმა მშვილდოსნობაში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა, რომელიც მიმდინარე წლის 20-22 იანვარს, საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ორგანიზებით გაიმართა.
ჩემპიონატის პირველ დღეს გაიმართა გახსნის ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი სიმონ ნოზაძე, ფედერაციის გენერალური მდივანი არტემ სანიშვილი, მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი და მარნეულის სპორტული სკოლის დირექტორი მამუკა ნავერიანი და მოწვეული სტუმრები.
22 იანვარს გაიმართა ჩემპიონატის ფინალური შეხვედრები, სადაც წარმატებით იასპარეზა მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის აღსაზრდელმა სალომე ხარშილაძემ ( პირადი მწვრთნელი: გიორგი გორდეზიანი) და ტურნირის ვიცე ჩემპიონი გახდა საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: ბიჭების კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა მირიან წულუკიძემ, მეორე ადგილი ბექა გუგეშაშვილმა, მესამე ადგილზე ანრი ბასილაძემ. გოგონების კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა ციკო ფუტკარაძემ, მეორე ადგილის მფლობელი გახდა სალომე ხარშილაძე, ხოლო მესამე ადგილის თეო კუტალაძე.