1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეტროში, კერძოდ მარჯანიშვილსა და სადგურის მოედანზე გაზის სუნია. სოციალურ ქსელში მოსახლეობას მოუწოდებდნენ არ ჩასულიყვნენ მეტროში.
ამასთან დაკავშირებით „პრაიმტაიმი“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას დაუკავშირდა.
როგორც კომპანიაში განაცხადეს, სუნი, შესაძლოა მეტროში არსებული გამნიავებლებიდან შევიდა და მგზავრებისთვის ეს საშიში არ არის.
„მეტროს ტერიტორიაზე არანაირი გაზის მოწყობილობა ან გაყვანილობა არ არის. მეტროში ზოგადად გამნიავებლებია ჩართული. შესაძლოა, გარედან მეტროში შევიდა სპეციფიკური სუნი, ამიტომ ჩართავენ დამატებით გამნიავებლებს. ამ დროისთვის მოძრაობა შეფერხებული არ არის და ზოგადად, მგზავრებისთვის საშიში არ არის“,- ამბობენ სატრანსპორტო კომპანიაში.