მარნეულელი სპორტსმენის წარმატება

მარნეულელი სპორტსმენი

თბილისში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი ჭიდაობა გრაპლინგში, სადაც წარმატებით იასპარეზა, მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის სპორტსმენმა, რაულ ელჩიევმა(პირადი მწვრთნელი: რამინ ელჩიევი) და მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

გრაპლინგი არის ჭიდაობის  სახეობა , რომელიც ძირითადად მოიცავს  თავისუფალი სტილის, ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუს, ძიუდოს და სამბოს ტექნიკების გამოყენებას.

გრაპლინგი არ მოიცავს დარტყმებს  არამედ ფოკუსირდება მეტოქის დაჭერაზე, ეს შეიძლება მოიცავდეს მუხლებზე, ფეხებზე და სხეულის სხვადასხვა ნაწილზე მუშაობას.

გრაპლინგი შედის მსოფლიო ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის სახეობებში და  ხშირად გამოიყენება შერეულ  ორთაბძოლებში, როგორიცაა "MMA."