მარნეულელი სპორტსმენი, გიორგი მირზოიანი საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონია

ჩემპიონი

სომხეთის დედაქალაქ ერევანში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი კიკბოქსინგში k-1 წესებით,  სადაც წარმატებით იასპარეზა მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის სპორტსმენმა, გიორგი მირზოიანმა (პირადი მწვრთნელი: კახა ჭკადუა)

გიორგის მეტოქე რუსი სპორტსმენი იყო, რომელიც სამ რაუნდიან, დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა და ორგანიზაციის ქამარი მოიპოვა.