მარნეულელი მშვილდოსანი გოგონების მორიგი წარმატებული ასპარეზობა

მშვილდოსანი გოგონები

მარნეულელი მშვილდოსანი გოგონების მორიგი წარმატებული ასპარეზობა.

ქალაქ ბათუმში,ანგისის მშვილდოსნობის სასროლეთზე, გაიმართა რიგით ოცდამეშვიდე აჭარის საერთაშორისო ტურნირი მშვილდოსნობაში, სადაც წარმატებით იასპარეზეს, მარნეულის სპორტული სკოლის აღსაზრდელებმა. წყვილთა შორის პირველი ადგილი დაიკავეს: სალომე ხარშილაძემ და თამთა ნავერიანმა.

პირველი ადგილი ინდივიდუალურ ასპარეზობაში დაიკავა - თამთა ნავერიანმა აღსანიშნავია, რომ თამთა ნავერიანმა, აღნიშნულ ტურნირზე, მოიპოვა ორი ოქროს მედალი, როგორც ინდივიდუალურ ისე წყვილთა შორის ასპარეზობაში.

ტრუნირში მონაწილეობდნენ: აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ლატვიის, პოლონეთის, ლუქსემბურგისა და საქართველოს მშვილდოსნები და პარამშვილდოსნები.