„ცუდია დიდ შაბათს სახლიდან რამეს გაცემა...“ - ცრურწმენები და სახალხო ტრადიციები

ნკ

დიდი შაბათი იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის წინა დღეა.

ვნების შვიდეულის შაბათი ქრისტიანულმა ეკლესიამ იმ დღის აღსანიშნავად დააწესა, როცა პილატესთან მისულმა მღვდელმთავრებმა მისი ნებართვით დარაჯები მიუჩინეს ქრისტეს გვამს, რომელიც მდიდარმა მოწაფემ იოსებ არიმათიელმა კლდეში დაასვენა და მას ლოდი მიაგორა.

წმინდა ცეცხლის ლიტანიობა დიდი შაბათის მწუხრის მსახურებას უკავშირდება. ამ დღეს მაცხოვარი სხეულით საფლავში იმყოფებოდა, ხოლო სულით ჯოჯოხეთში მართალთა სულების ამოსაყვანად ჩაბრძანდა.

ვნების შაბათის მინიშნებები დიდ შაბათთან უამრავი მინიშნებაა დაკავშირებული და ზოგი მათგანი დღემდე არის შემონახული. მაგალითად, დიდი შაბათს მზიანი და თბილი ამინდი ცხელი ზაფხულის მომასწავებელია. მოღრუბლული კი – წვიმინი და გრილის.

აღდგომის წინა ღამის გათენება, ბედნიერების საწინდარია. ეკლესიაში ნაკურთხი კვერცხის წყალში ჩაგდება და იმ წყლით პირის დაიბანა, ჯანმრთელობის სიბერემდე შენარჩუნებას მოასწავებს. 

ასევე კარგის ნიშანია დიდ შაბათს დაბადებაც. ითვლება, რომ ამ დღეს დაბადებულებს უბედურება გვერდს უვლის. მათ შესანიშნავი ჯანმრთელობა აქვთ, იღბლიანები არიან და ყოველთვის აღწევენ დასახულ მიზნებს.

ცუდის ნიშანია დიდ შაბათს მხიარულება და სიცილი – შეიძლება შემდეგ მთელი წელი იტიროთ. ცუდია ასევე დიდ შაბათს რამის გაცემა სახლიდან, იმიტომ რომ შეიძლება მას კეთილდღეობა, იღბალი და ჯანმრთელობა მიჰყვეს.