დედამ მცირეწლოვანი ქალიშვილი მეგობარს მიანდო, მაგრამ როცა დაბრუნდა, მხოლოდ ბავშვის ცხედარი იპოვა, მეგობარი კი დაიკარგა - აღძრულია სისხლის სამართლის საქმე

ბავშვი

შემზარავი დრამა განვითარდა პეტერბურგის პრიმორსკის რაიონში. ახალგაზრდა დედამ, რომელმაც თავისი ცხრა თვის ქალიშვილი მეგობარს მიანდო, თავად კი სამსახურში წავიდა, სახლში დაბრუნებულმა ბავშვი სიცოცხლის ნიშნების გარეშე იპოვა. როგორც SHOT იუწყება, 35 წლის მეზობელმა, რომელიც დედა-შვილის კარის მეზობლად ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, ბავშვზე ზრუნვის ვალდებულება დედის სამსახურში ყოფნის დროს აიღო.

დილით, დაახლოებით ცხრა საათზე, ქალი წავიდა და ბავშვი მეზობელს ჩააბარა, რაც ადრეც არაერთხელ გაუკეთებია. საღამოს ცხრა საათზე დაბრუნებულმა დედამ ქალიშვილი საწოლში გაუნძრევლად იპოვა. ბავშვის სხეულს ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა, ძიძა კი ამ დროს გაუჩინარდა.გაქცეული მოგვიანებით იპოვეს. პოლიცია ტრაგედიის გარემოებებს იძიებს, ქალის მიმართ კი სისხლის სამართლის საქმე გაუფრთხილებლობით სიკვდილის ფაქტზეა აღძრული.