1744879827
მარნეულელი მშვილდოსანი გოგონები საწვრთნო-მოსამზადებელ პროცესს შვეიცარიაში გადიან

მარნეულელი მშვილდოსანი გოგონები საწვრთნო-მოსამზადებელ პროცესს შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში გადიან.
მარნეულის მუნციპალიტეტის მერიის, მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის მხარდაჭერით და საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ნაკრების წევრი გოგონები, სალომე ხარშილაძე და თამთა ნავერიანი ,საწვრთნო-მოსამზადებელ წვრთნებს, შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში, მშვილდოსნობის მსოფლიო ფედერაციის (WA) “Excellence Center”-ის სპორტსმენთა მომზადების პროგრამის მიხედვით გადიან.
ცენტრი აღჭურვილია უახლოესი საწვრთნო ციფრული 3D სისტემით, აქვს როგორც დახურული, ასევე ღია სივრცე პრაქტიკული სწავლებისთვის, სასწავლო ოთახები ლექციებისთვის, ყველა სახის საკომუნიკაციო და ვიდეო სისტემები, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, და რაც მთავარია, მაღალი კვალიფიკაციის მქონე მწვრთნელები- ექსპერტები, რომლებიც მოწვეულნი არიან მსოფლიო ფედერაციის მიერ.
მზადების პროგრამა ასევე მოიცავს ფსიქოლოგიურ, მენტალურ, ფიზიკურ, ტექნიკურ, ბიომექანიკურ, და სხვა სახის ლექციებს-სემინარებს.
აღსანიშნავია, რომ სალომე ხარშილაძე და თამთა ნავერიანი არიან მარნეულის სპორტული სკოლის წარმატებული სპორტსმენები, საქართველოს ჩემპიონები და პრიზიორები, აჭარის ოცდამეშვიდე საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონები და ასევე ევროპის ჩემპიონატის მონაწილეები.