ვინ არის ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა ცემით მოკლა - საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის დეტალები
1732256697
იტალიელმა ჟურნალისტმა და სატრანსფერო ექსპერტმა, ნიკოლო სკირამ ხვიჩა კვარაცხელიაზე დაწერა.
მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია „ნაპოლის“ სამომავლო გეგმებს უკავშირდება. სკირა ადასტურებს იმას, რაზეც ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობენ.
ჟურნალისტი ექსკლუზიურად იუწყება, რომ „კვარას“ აგენტი, მამუკა ჯუღელი იტალიაში დეკემბრის ბოლოს გაემგზავრება. იგი „ინტერისა“ და „ნაპოლის“ მატჩს დაესწრება და იანვრის დასაწყისში, „პარტენოპეის“ წარმომადგენლებსა და შუამავალ კრისტიან ძაკარდოს შეხვდება, რათა კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხი განიხილოს, რომლითაც ხვიჩას ხელფასი გაიზრდება.
🚨 Excl. - Khvicha #Kvaratskhelia’s agent (Mamuka Jugeli) will fly to Italy at end of December. He’ll be at San Siro for Inter-Napoli. Expected at beginning of January a meeting with #Napoli and the intermediary C.Zaccardo for the renewal with an increase in salary. #transfers
— Nicolò Schira (@NicoSchira) December 21, 2022
შეგახსენებთ, რომ ხვიჩას საკუთარ რიგებში ხილვით „ნიუკასლი“ ინტერესდება. „კაჭკაჭები“ „კვარას“ აქტიურად აკვირდებოდნენ და Times-ის მიხედვით, მისი შეძენა უახლოესი ორი სატრანსფერო ფანჯრისას სურდათ, მაგრამ „პარტენოპეის“ სპორტულმა დირექტორმა, კრისტიანო ჯუნტოლიმ განაცხადა, რომ კლუბი ქართველი ფეხბურთელის გაშვებას არ აპირებს. ცნობისთვის, კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში 12 მატჩში 6 გოლი შეაგდო და 5 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, ჩემპიონთა ლიგის 5 მატჩში 2 გოლითა და 3 საგოლე პასით გამოიჩინა თავი. „ლივერპულთან“ მიღებული ტრავმის შემდეგ სერია A-ს ბოლო სამ ტურში არ უთამაშია. You sent იკ Write to Irakli Gogvadze
შეგახსენებთ, რომ ხვიჩას საკუთარ რიგებში ხილვით „ნიუკასლი“ ინტერესდება. „კაჭკაჭები“ „კვარას“ აქტიურად აკვირდებოდნენ და Times-ის მიხედვით, მისი შეძენა უახლოესი ორი სატრანსფერო ფანჯრისას სურდათ, მაგრამ „პარტენოპეის“ სპორტულმა დირექტორმა, კრისტიანო ჯუნტოლიმ განაცხადა, რომ კლუბი ქართველი ფეხბურთელის გაშვებას არ აპირებს.
ცნობისთვის, კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში 12 მატჩში 6 გოლი შეაგდო და 5 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, ჩემპიონთა ლიგის 5 მატჩში 2 გოლითა და 3 საგოლე პასით გამოიჩინა თავი. „ლივერპულთან“ მიღებული ტრავმის შემდეგ სერია A-ს ბოლო სამ ტურში არ უთამაშია.