რას წერს GOAL-ი ხვიჩა კვარაცხელიაზე და რომელ ადგილს იკავებს ქართველი „ოქროს ბურთის“ კანდიდატთა სიაში

კვარა

GOAL-მა 2023 წლის „ოქროს ბურთის“ კანდიდატების რეიტინგი გამოაქვეყნა. ამ სიაში ხვიჩა კვარაცხელია მეცხრე ადგილს იკავებდა, თუმცა,ა ხლა მეათეზე გადაინაცვლა - არგენტინელმა ხულიან ალვარესმა მუნდიალზე კარგი თამაში აჩვენა და მე-8 პოზიციაზე გადაინაცვლა, რამაც ხვიჩას ვარდნა გამოიწვია.

GOAL-ის ვერსიით, საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება: 1. ლიონელ მესი; 2. კილიან მბაპე; 3. ერლინგ ჰოლანდი; 4. ნეიმარი; 5.  რობერტ ლევანდოვსკი; 6. ვინისიუს ჟუნიორი; 7. კევინ დე ბრუინი; 8. ხულიან ალვარესი; 9. სალაჰი მოჰამედ; 10. კვარაცხელია ხვიჩა.

Goal.Com კვარაცხელიაზე: 

„ევროპული სეზონის გამორჩეული ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ სერია ა-ს ლიდერობაში დაეხმარა. ასევე, ქართველმა ფეხბურთელმა ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან პირველი ადგილით გასულიყო.არცერთი სტატისტიკა არ აჯამებს ფლანგის ფეხბურთელის გავლენას იმაზე უკეთ, ვიდრე ის ფაქტი, რომ ის ამჟამად ლიდერობს სერია A-ს ყველაზე მეტი გოლითა და ასისტით, მიუხედავად იმისა, რომ „ნაპოლის“ ბოლო სამი მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა.საქართველოს მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარუმატებლობა აშკარად სერიოზული დარტყმა იყო მისი ოქროს ბურთის იმედებისთვის, მაგრამ მას ახლა კიდევ რამდენიმე კვირა აქვს დარჩენილი, რომ სეზონის მეორე ნახევრისთვის საუკეთესო ფიზიკურ მდგომარეობას დაუბრუნდეს.“